14 ნოემბერი 2026, 21:49
ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ჩინეთში ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომებში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
17-დან 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მაია ბოჭორიძისა და მარიამ რაგიმოვას წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა.
14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ოქროს მედალი მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის წყვილმა დაიმსახურა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





