მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
სპორტი

ფოტო: ვიდეოკადრი
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.
დვალიშვილი პირველ წამებზე 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.
„ქვეყნის ხელმძღვანელობას ვთხოვ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები (ჩხუბის მონაწილეები)“, - თქვა ბრძოლის შემდეგ მიმართვისას მერაბ დვალიშვილმა.
როგორც ცნობილია, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს.
დღევანდელ ღონისძიებაში ასევე მიიღებს მონაწილეობას ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომელიც სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების დროს დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ის ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.





