საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილის მეტოქე კი, მარლონ მორაეში იქნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტი

მერაბ დვალიშვილი საბა ლაზიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
აბუ-დაბის სასამართლომ ქართველი სპორტსმენები გაათავისუფლა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ფინანსური სანქცია მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ვიდეოკადრების გავრცელებისთვის დაეკისრათ.
ინფორმაციას RAF-ის ხელმძღვანელობაც ადასტურებს.
ასევე ცნობილია, რომ საბა ლაზიშვილი ხვალ რაფის ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას და ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება.
ქართველი სპორტსმენების გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მთავრობა და პირადად, პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება თავდამსხმელებს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები პატიმრობაში რჩებიან. მათ სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა, სოლიდური ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა.
ვრცლად გივი კუჭავას სიუჟეტში.





