ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია
სპორტი

გიგა ოდიკაძე
ფოტო: სპორტის სამინისტრო
ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია.
ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი ძალოსნები მონაწილეობენ.
ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ (60კგ) ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 120 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. აკვრაში 142 კგ მოაგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში დაძლეული 262 კილოგრამითაც ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძალოსანმა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ატაცში 76 კგ დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა; აკვრაში - 96 კგ, რაც ასევე მეორე შედეგი იყო; ორჭიდის ჯამში კი 172 კგ აწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





