სუპერლიგაში დუაიტ ჰოვარდის დებიური შედგა🏀
სპორტი

დუაიტ ჰოვარდი
ფოტო: Facebook
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში გახმაურებული მატჩი გაიმართა. „ბლექ ფორტრესი“ „ივერიონს“ NBA-ს ყოფილი ვარსკვლავით, დუაიტ ჰოვარდით დაუპირისპირდა. ცნობილმა ამერიკელმა ცენტრმა, რომელიც გუნდმა რამდენიმე შეხვედრის სათამაშოდ ჩამოიყვანა, სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი სწორედ გორულ კლუბთან გამართა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „ივერიონმა“ ანგარიშით: 75:70 მოიპოვა. „ბლექ ფორტრესის“ მარცხის მიუხედავად, დუაიტ ჰოვარდმა პარკეტზე გამოჩენისთანავე შედეგიანი თამაში აჩვენა. მან მოედანზე გატარებულ 16 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. „ბლექ ფორტრესი“ მომდევნო მატჩს დუაიტ ჰოვარდის მონაწილეობით 17 ოქტომბერს თსუ-ს წინააღმდეგ გამართავს.





