12 ოქტომბერი 2026, 23:55
ძალოსანი მარიამ მაისურაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
სპორტი

მარიამ მაისურაძე
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ძალოსანმა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 76 კგ დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა; აკვრაში - 96 კგ, რაც ასევე მეორე შედეგი იყო; ორჭიდის ჯამში კი
172 კგ აწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.





