11 აგვისტო 2026, 10:34
„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
დღევანდელი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.





