ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის ეროვნული გუნდი დაამარცხა
სპორტი

ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, ლიბანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხა.
თელავში გამართული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა 2:1 მოიგო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გახსნა. 28-ე წუთზე ჯანო გიორგაიამ ჩვენი ქვეყნის უპირატესობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა ალი აქუმის გოლით სხვაობის შემცირება მალევე შეძლეს, თუმცა ქართველებმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ასპარეზობს და მომდევნო ოფიციალურ მატჩებს 24 თებერვალს სტუმრად კოსოვოს და 2 მარტს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.





