08 ნოემბერი 2026, 14:29
თბილისში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
სპორტი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
1 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა თბილისში გამართული შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატი. საუკეთესო შედეგი ნიკა ბერიძემ აჩვენა, რომელიც ჩემპიონი გახდა. იოანე ბიქოშვილი, გივი ბერიძე, საბა სულამანიძე და ლევან ლაგვილავა ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ტატო აბსანძე, ანა აბრამიშვილი და მანანა მუქერია კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ოლიმპიურ სასახლეში იმართებოდა. მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წელსაც საქართველო უმასპინძლებს.





