22 თებერვალი 2026, 08:01
ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება
სპორტი

ფოტო: Reuters
გაზიარება
დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, საქართველომ კი ზამთრის ოლიმპიადებზე ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი. ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ვერცხლის მფლობელები გახდნენ.





