09 იანვარი 2026, 16:36
მოთხილამურე ნინო წიკლაური აზერბაიჯანის ღია პირველობისა და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებების სლალომის ჩემპიონია
სპორტი

ფოტო: სპორტის სამინისტრო
გაზიარება
აზერბაიჯანის კურორტი „შაჰდაგ მაუნთინ რეზორტი“ აზერბაიჯანის ღია პირველობას და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებს მასპინძლობს. ტურნირი 8 იანვარს დაიწყო და 11 იანვარს დასრულდება.
მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დისტანცია 1:22:92 წამში დაფარა და სლალომის ჩემპიონობა იზეიმა. მეორე ადგილზეა შვეიცარიელი ნიკიტა ანერი, მესამე ადგილზე კი უზბეკი საბინა რეჯეპოვა გავიდა.
9-10 იანვარს ორი სლალომი, ხოლო 11 იანვარს გიგანტური სლალომია დაგეგმილი.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





