09 იანვარი 2026, 12:13
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელს პირველი ტიტული მოიგო
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელს პირველი ტიტულის მოგება მოახერხა. „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის ქუვეითში გამართული საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა 4:1 გაიმარჯვეს.
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა. კვარაცხელიამ „სენ-ჟერმენთან“ ერთად მეექვსე ტიტული მოიგო.





