08 ნოემბერი 2025, 16:00
„აჭარაბეთ არენა“-ზე „ბორჯღალოსნების“ შეხვედრა ამერიკელ „არწივებთან“ მიმდინარეობს 🏈
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
„ბორჯღალოსნების“ შეხვედრა ამერიკელ „არწივებთან“ მიმდინარეობს. გუნდებს შორის დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენა“-ზე მიმდინარეობს და ის ტელეკომპანია „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე (74.69 ქულა) ხვდებიან და თუ ამ ადგილს შეინარჩუნებენ, ამა წლის დეკემბერში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას უკეთესი განთესვით შეხვდებიან.





