18 სექტემბერი 2025, 01:02
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გოლით დაიწყო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია
ფოტო: GettyImages
გაზიარება
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა იტალიური „ატალანტას“ წინააღმდეგ ანგარიშით 4:0 მოიგო. მატჩი პარიზში გაიმართა.
„პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში გოლები გაიტანეს მარკინიოსმა (მე-3 წუთი), ხვიჩა კვარაცხელიამ (39-ე წუთი), ნუნუ მენდეშმა (51-ე წუთი) და გონსალუ რამუშმა (90+1 წუთი).
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. გასულ სეზონში პარიზულმა კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.





