24 თებერვალი 2020, 14:06
სანდრო გამსახურდია
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. ამის მიზეზი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე კვორუმის არარსებობა გახდა.
როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია.
რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს. დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა.





