საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია: გამოვთქვამთ გულწრფელ მწუხარებას ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში, ფონიჭალის რაიონში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად მოხდა
საზოგადოება

ფოტო: iStock
საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„გამოვთქვამთ გულწრფელ მწუხარებას ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში, ფონიჭალის რაიონში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად მოხდა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს და ვიზიარებთ მათ ტკივილს. დაშავებულებს მთელი გულით ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ძალას, რათა მძიმე განსაცდელი გადაიტანონ. ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც აღნიშნულ უბედურებას ემსხვერპლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





