20 ნოემბერი 2026, 15:03
გიორგი ლეფსვერიძე: უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 25 გარდაცვალებიდან, რაც ღია წვის კამერიანმა დანადგარმა გამოიწვია, 24 იყო ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში. თუ აპირებს მოქალაქე იქირაოს ან იგირაოს ბინა, დარეკოს „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერზე
საზოგადოება

გიორგი ლეფსვერიძე
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 25 გარდაცვალებიდან (25-ვე გამოიწვია ღია წვის კამერიანმა დანადგარმა, ნახშირჟანგით ინტოქსიკაციამ) 24 იყო ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში, - განაცხადა თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „იმედის დღის“ ეთერში.
„თუ აპირებს მოქალაქე იქირაოს ან იგირაოს ბინა, დარეკოს ჩვენი [„თბილისი ენერჯის“] ცხელი ხაზის ნომერზე. ჩვენ მივალთ, შევამოწმებთ და მივცემთ შესაბამის მითითებას ბინის მესაკუთრეს რა გამოასწოროს“, - აღნიშნა მან.





