08 ნოემბერი 2026, 11:12
როგორ იცვლება ადვოკატის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
საზოგადოება

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
როგორ იცვლება ადვოკატის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. უფლებების ეფექტიან დაცვასა და უფასო იურიდიულ მომსახურებაზე 200-ზე მეტი მონაწილე მსჯელობს. მათ შორის არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენცია ადვოკატის პროფესიულ დღეს ეძღვნება. განიხილავენ ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მნიშვნელობას, იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.





