„იმედი“ ხალხისთვის, მაყურებლისთვის არის იმედი“. „იმედი“ ჩემთვის ჩემი ოჯახია“ - „იმედელები“ „იმედზე“
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
რას ნიშნავს „იმედელებისთვის“ „იმედი“ - ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის თანამშრომლები 7 ნოემბრის მოვლენების 19 წლისთავზე „იმედზე“ ჰყვებიან:
„იმედი“ ყოველთვის იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სამიზნე, იმიტომ, რომ „იმედი“ არის ლიდერი, საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს და ამიტომ უნდათ პოლიტიკურ ჯგუფებს მისი გაჩუმება. თუმცა ეს სანქცირებაც კი არცერთი დღით, არცერთი წუთითაც ტელევიზიას არ დასტყობია“.
„იმედი“ ხალხისთვის, მაყურებლისთვის არის იმედი. როგორც სააკაშვილის მიერ ტელევიზიის მიტაცების შემდეგ აღდგა ფერფლისგან ფენიქსივით, ისე აღდგება ყოველთვის. ამიტომ ტელეკომპანია „იმედი“ არის იმედის სიმბოლო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ტყუილის მხილების და სამართლიანობისთვის ბრძოლის ადგილი“;
„იმედი“ ჩემი სახლია, სადაც ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს“;
„იმედი“ ჩემთვის ჩემი ოჯახია“;
„იმედი“, რომელიც ამ ტელევიზიის დამფუძნებელმა თავის დროზე დააარსა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანისთვის დაებრუნებინა იმედი, ჩვენ ამ იმედს ვამართლებთ და დღემდე იმიტომ გვყავს ბევრი მაყურებელი“.





