30 ივნისი 2026, 08:16
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გრძელდება
საზოგადოება

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გრძელდება. დღეს, 67-ე სხდომას კასპი უმასპინძლებს. საპარლამენტო ფორუმზე, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მოხსენებებს განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს.
საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა პირველი ივლისის ჩათვლით გაიმართება.





