ქართულ სპორტს ახალი ვარსკვლავი ჰყავს - 21 წლის საბა ლაზიშვილის მიმართ მსოფლიო მედიისა და სპორტული საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ქართულ სპორტს ახალი ვარსკვლავი ჰყავს - საბა ლაზიშვილი. 21 წლის სპორტსმენის მიმართ მსოფლიო მედიისა და სპორტული საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება. მისი გულშემატკივრების არმია კი სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება.
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა. საბას წარმატების ისტორია აბუ-დაბიში განვითარებული დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, ახალგაზრდა ქართველი სპროტსმენი, რომელიც აბუ-დაბიში მერაბთან ერთად ჩავიდა.
რუსი მებრძოლების პროვოკაცია და არასპორტული საქციელი ინციდენტის ინიციატორებისთვის მძიმე შედეგებით დასრულდა - ექვსთვიანი პატიმრობა, დეპორტაცია და ტურნირიდან დისკვალიფიკაცია.
სად მოხდა პირველი ინციდენტი მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გუნდს შორის და რა კავშირი აქვს ძველ დაპირისპირებას აბუ-დაბის ეპიზოდთან? თავდასხმის კადრები, აქამდე უცნობი დეტალები და ძალა, რომელიც ერთობაშია - ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.





