ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე: თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული ადვოკატის უფლებების დაცვა, პროფესიის შემდგომი განვითარება და უსაფრთხო საადვოკატო პრაქტიკის უზრუნველყოფა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული ადვოკატის უფლებების დაცვა, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა მედიასთან.
მისი თქმით, შუადღისთვის, არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია.
„ეს ნიშანია, რომ თითოეული ადვოკატი ხვალინდელ განვითარებაზე ფიქრობს. თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული ადვოკატის უფლებების დაცვა, პროფესიის შემდგომი განვითარება და უსაფრთხო საადვოკატო პრაქტიკის უზრუნველყოფა ჩვენი პროფესიის მიზნებისთვის“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმაც:
„პროფესიის დაცვა ადვოკატების და ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად, მინდა, ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია“.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრების არჩევნები მიმდინარეობს.





