08 დეკემბერი 2025, 17:40
კომაროვის სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლა-პანსიონში მათ მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
კომაროვის სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლა-პანსიონში მათ მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.
საქმე ეხება დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერ „ლუსის“, რომელიც უსინათლოებს გაუმარტივებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო აქსესუარების მოხმარებას. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით.





