17 ნოემბერი 2026, 08:20
ისრაელის ელჩი ქუთაისში მდებარე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა
საზოგადოება

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
ისრაელის ელჩი ქუთაისში მდებარე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და მათი გაღრმავება იყო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საერთო ისტორიულ კავშირებსა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე გაკეთდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისში. ძალიან კარგი დახვედრა მომიწყვეს, იმედი მაქვს, რომ კვლავ ჩამოვალ და ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება“, - განაცხადა ელჩმა.





