ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება

მონსინიორ მაურო მანტოვანი გიორგი კეკელიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტმა, მონსინიორ მაურო მანტოვანიმ მოაწერეს ხელი.
ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე. მან აღნიშნულ ფაქტს ისტორიული უწოდა.
მემორანდუმით ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა. პარალელურად, ვატიკანის ბიბლიოთეკა პასუხისმგებლობას იღებს, გადაამზადოს ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაწერების საცავის ფართობი 85კმ-ს აჭარბებს. სავარაუდოდ, ვატიკანის საცავებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხელნაწერებია დაცული.





