მზია გიორგობიანი: ვმუშაობთ როგორც უმაღლეს, ასევე პროფესიულ სასწავლებლებთან, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები, რომლებიც ზუსტად ჩვენს სფეროში იღებენ ცოდნას
საზოგადოება

მზია გიორგობიანი
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ვმუშაობთ როგორც უმაღლეს, ასევე პროფესიულ სასწავლებლებთან, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები, რომლებიც ზუსტად ჩვენს სფეროში იღებენ ცოდნას. ეს არის გზები, წყალი თუ სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა გადაცემა „ღია ეთერში“. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტერიტორიის მოწესრიგებისას მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეებისთვის კეთდებოდეს და მათი დასაქმების შესაძლებლობა იყოს.
„როდესაც მინისტრმა ბრძანა ქუთაისში დიდი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე, ჩვენ ვგულისხმობთ სივრცეს, რომელიც დიდი მიზიდულობის ცენტრი გახდება ქუთაისისთვის, ხოლო მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობა იქნება. ზუსტად ამისთვის ვქმნით მიზიდულობის ცენტრებს და ქუთაისი არ არის გამონაკლისი - მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი ასეთი სახის ინფრასტრუქტურა შეიქმნება, როგორც განმუხურის, მალთაყვის, ველისციხის ტერიტორიაზე. კახეთში არაერთი მსგავსი ტერიტორია გამოვლინდება, რასაც ეტაპობრივად, თანდათანობით გავაცნობთ მოსახლეობას“, - აღნიშნა გიორგობიანმა.





