02 მარტი 2021, 16:06
გაგრძელდება თუ არა სკოლებში დისტანციური სწავლება საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ
საზოგადოება

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ. ამის შესახებ imedinews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.
„როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადეს უწყებაში.





