კიევში ქურდობისთვის დაკავებული ტურისტები ქართველები არ აღმოჩნდნენ
სამართალი
კიევში ქურდობისთვის დაკავებული ტურისტები ქართველები არ აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ოთხი პირის დაკავებაა ასახული. გამოცემა წერდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ, პოლიციამ გვიან ღამით დააკავა, რომ დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მათ ინფორმაცია უკრაინელ კოლეგებთან გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ დაკავებული ტურისტები არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და უკრანულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.





