დიტო ყირიმლიშვილი
მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ვერსიით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე, რის გამოც მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.
მინდია გოგოჭურს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: ეს არის დანაშაულის დაფარვა და ჯგუფურად იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება.
გოგოჭური ბრალს არ აღიარებს. დანაშაული 8-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის განხილვა წინა სასამართლო სხდომით 25 იანვარს გაგრძელდება.
მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში სპეცოპერაციის დააკავეს. გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი რაზმაძესთან ერთად იმყოფებოდა.
გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს დაჭრეს. ასევე ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.





