15 ნოემბერი 2018, 11:44
ზემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
სამართალი
გაზიარება
თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუააციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი-ერთი არასრულწლოვანია.



