როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი ბრძანებით მოკლეს როინ შავაძე. მან თვითონ აღიარა, რომ მისი დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი. ჩემს მეუღლეს თანამებრძოლები არ მიუტოვებია, მიცვალებულები არ მოუტოვებია. ყოველ ნახევარ საათში, ყველა ტელევიზიის წინ გამოდიოდა ბელადი და თვითონ აღიარებდა თუ სად იდგა ჯარი. ვის რას აბრალებს?!
სამართალი

ციცინო შავაძე
ვიდეო/კადრი
როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება.
როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით მოკლეს.
ციცინო შავაძე მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე, დამკვეთის სტატუსით სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს.
„დღესაც, 18 წლის შემდეგ ვერ მოუნელებია სიმართლე რომ დამტკიცდა. მან თვითონ აღიარა, რომ მისი დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი. ჩემს მეუღლეს თანამებრძოლები არ მიუტოვებია. ჩემს მეუღლეს მიცვალებულები არ მიუტოვებია. ის, მისი პირით აღიარებდა ყოველ ნახევარ საათში, ყველა ტელევიზიის წინ გამოდიოდა საქართველოს მმართველი, ბელადი და თვითონ აღიარებდა თუ სად იყო ჯარი და სად იდგა. ვის რას აბრალებს?!
მე დღეს ვითხოვ, მთელი გულით ვთხოვ პროკურატურას, რომ დაისაჯოს დამკვეთი. მე ამას კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს მთავრობას 18 წლის მერე. ამ კაცს აბრალებდნენ, რომ იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. 6 თვის მერე მივიღეთ საბუთი, სადაც წერია, რომ არავითარი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. იყო ცილისწამება, რომ ამ კაცს ჯიბეში ნარკოტიკები ჰქონდა. ესეც გაირკვა და დამტკიცდა, რომ ესეც არ ყოფილა. აღიარებითი ჩვენება აქვს პროკურატურას მოწმის, როგორ დააწერინეს იარაღის მუქარით, რომ მას ნარკოტიკები ჰქონდა ჯიბეში. დღეს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი ბრძანებით მოკლეს როინ შავაძე. მე ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც როინ შავაძის მკვლელობის დამკვეთი“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.
მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ როინ შავაძე მოკლეს და მისივე თქმით, სჯობდა სერჟანტი, გაესამართლებინათ. პატიმარმა სააკაშვილმა დაღუპულს შეურაცხყოფა მიაყენა, როინ შავაძეს მოღალატე უწოდა, რომელიც მისი სიტყვებით, რუსულ მხარეს გადასცემდა ინფორმაციებს.




