18 დეკემბერი 2016, 15:44
"მოთხილამურე პატრული"
სამართალი

გიორგი მღებრიშვილი
გაზიარება
საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამზადების კურსი გაიარეს.
ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, "მოთხილამურე პატრული" დაიცავს.
სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან დაიწყო, მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით.





