პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ დამიანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





