შსს-მ ანაკლიაში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე კიდევ 3 ირანელი დააკავა
სამართალი

ფოტო: facebook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ 25 აგვისტოს ირანის 2 მოქალაქე შსს-მ ანაკლიაში ამავე ბრალდებით დააკავა. გუშინვე ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.
24 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა.





