ავთანდილ (კაწრო) ბილანიშვილის ადვოკატი: ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. არ ვეთანხმებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ზოგიერთებისგან განსხვავებით 10 ფურცელი არ დაუწერია. დუმილის უფლებას იყენებს
სამართალი

ვიდეო/კადრი
ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმება და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.
„ავთანდილ ბილანიშვილს ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით 10 ფურცელი არ დაუწერია. დუმილის უფლებას იყენებს იმიტომ, რომ არსებითად აზრი არ აქვს ახლა ჩვენების მიცემას“, - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
ფეიქრიშვილის უფლებადამცველი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდება და ამბობს, რომ პროკურატურის გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა კვალიფიკაციის ნაწილი სადავოა.
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ.





