დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შვიდ ადამიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
მერვე პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შვიდ ადამიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მათ შორის არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი და მერვე პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
საუბარია ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, პავლე გოცირიძის და დავით კაჭარავას, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლებაზე.
გამოძიების ინფორმაციით, მათ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, ძალადობის შედეგად კი, დავით ფეიქრიშვილმა მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
ვრცლად მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტში.





