27 დეკემბერი 2017, 21:09
კახაბერ კუპატაძე
სიღნაღში, აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა
სამართალი

სიღნაღის პოლიცია
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. imedinews- ის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა , როცა ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რომელიც აფეთქდა.
ექიმების მცდელობა , რომ მოზარდი გადაერჩინათ, უშედეგო აღმოჩნდა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.





