ვარლამ წიკლაური
კუმურდოში დაკავებულები გაათავისუფლეს
სამართალი

ვითარება კუმურდოში
ფოტო: ვარლამ წიკლაური
სოფელ კუმურდოში, დაპირისპირების დროს დაკავებულები გაათავისუფლეს. აშოტ საარიანის, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აშოტ საარიანის განცხადებით, მინისტრმა პირობა შეესრულა და ორივე დაკავებული გაათავისუფლა. კანდიდატმა თანასოფლელებს დაშლისკენ მოუწოდა.
კუმურდროში დღეს განვითარებული პროცესების შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
“ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





