ვარლამ წიკლაური
სოფელ კუმურდოში სპეცრაზმი შეიყვანეს
სამართალი

ფოტო: Jnews.ge
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივებ, ეთნოკურად სომეხ მოსახლეობას წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დაცვის პოლიცია იცავს და მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივებმა კი ტაძარში შეჭრა სცადეს. ამიტომ ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რასაც უკვე პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა კიდეც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კუმურდოში, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ელოდებიან. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.





