ბათუმში პატრულის თანამშრომლებს ავტომობილი დაეჯახა
სამართალი

ბათუმში, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმის განცხადებით, პატრულის თანამშრომლებს, ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ, ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, თუმცა მეორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





