ნუცა ტრაპაიძე
უშბაზე დაკარგულ ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. ტურისტები 1 აგვისტოს დაიკარგნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, მაშველებმა ვერც ტურისტების კარვები იპოვეს. „ახლა, აგვისტოში უშბაზე თოვლიც არაა, დიდი ნაპრალებია. შესაძლოა ნაპრალში ჩაცვივდნენ და ამიტომ არ ჩანან. მაშველები გუშინაც გადაფრინდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს", - განაცხადა მესტიის გამგებელმა.
უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს. უშბის მწვერვალები სილამაზითა და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს.





