01 აპრილი 2021, 00:31
სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა
სამართალი

გაზიარება
შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე თქმით, ობიექტს ღონისძიების დაშლის მკაცრი გაფრთხილება მიეცა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის, სერგი ბზიშვილის განმარტებით, დაჯარიმდებიან ღონისძიების მონაწილე ის ადამიანებიც, რომლებიც სასტუმრო „რუმსიდან“ სასტუმრო „ვინოტელისკენ“ გადაადგილდებოდნენ.





