შსს: ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია
სამართალი

ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პოზნერი საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.
„აღნიშნული პირი არის აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხებათ სხვა პირებს, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს-ში.
ამ წუთებში, სასტუმრო „ვინოტელთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფება პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.





