20 აპრილი 2020, 09:25
ბრმა ტყვიის შედეგად ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
სამართალი

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც თბილისში ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 19 აპრილს მოხდა. ქალი მერვე სართულზე, თავის სახლში იყო, როდესაც ტყვია მოულოდნელად ფანჯარაში შევარდა. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





