29 აპრილი 2019, 21:03
ანა შეპკინა
შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
სამართალი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ შინდისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის კაცი.
imedinews-ის ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც გორში კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. Golf-ის მარკის ავტომანქანა გაზის მილს დაეჯახა და ამობრუნდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.





