„სიღნაღობა – 2026“ კახეთში
რეგიონი

სიღნაღობის ტრადიციული ფესტივალი იმართება. ქალაქის ცენტრში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავენ.
მოწყობილია თემატური სივრცეები, სადაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის საშუალება აქვთ.
მეწარმეები საკუთარ პროდუქციას აცნობენ საზოგადოებას. მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მწვადის მომზადების, პურის ცხობისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში.
ფესტივალის ფარგლებში სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ. ღონისძიებების პროგრამას კი ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი დაასრულებს.
სიღნაღობაზე პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.





