ბორჯომში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
რეგიონი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
უფასო სამედიცინო აქცია ბორჯომში - 300-მდე მოქალაქემ ქვეყნის წამყვანი კლინიკების სპეციალისტებისგან კონსულტაციები მიიღო და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა. მათ მომსახურება 14 მიმართულებით გაეწიათ, მათ შორის - კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ოფთალმოლოგიის, ენდოკრინოლოგიის და გინეკოლოგიის. ჩატარდა კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და სხვადასხვა ულტრაბგერითი კვლევაც.
აქცია პარლამენტის, ბორჯომის მერიისა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციამ, პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია უფასო სამედიცინო მომსახურება





