08 ოქტომბერი 2026, 12:22
8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
რეგიონი

ფოტო: აჭარის მთავრობა
გაზიარება
2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.





