პრემიერ-მინისტრმა თელავში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
რეგიონი

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოს გაეცნო. განახლებული სკვერი მოიცავს როგორც რეკრეაციულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს.
მოეწყო შადრევნისა და სარწყავი სისტემები, ასევე გამოიყო სივრცეები სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.





