ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
პრეზენტაციის ბოლოს „ინგირს მელე" - მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ფილმი ეხება აფხაზეთის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, იმ ადამიანების ემოციურ გამოცდილებას, რომლებიც ძალაუნებურად აღმოჩნდნენ ტრაგედიის ეპიცენტრში.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.




